დარგის განვითარების მიმოხილვის შემაჯამებელი ღონისძიება

12/03/2019

2019 წლის 12 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ორგანიზებით გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო დარგის განვითარების 11 მოკლე მიმოხილვა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროებს და გამიზნულია პროფესიული განათლების ისეთი სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მისი სააგენტოების, ასევე სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სააგენტოებს, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა" და სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს", გაეწია ტექნიკური დახმარება, ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით. 2015-2018 წლებში, პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში, პროფესიული განათლების ხარისხისა და იმიჯის გაუმჯობესების ხელშეწყობა და სწავლა სიცოცხლის მანძილზე და ზრდასრულთა განათლება.

დაბრუნდი სიახლეებში