პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

31/10/2017

2017 წლის 31 ოქტომბერს, სასტუმრო "ბილტმორში" პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წლის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოებას დაესწრნენ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში:


წლის პროფესიული განათლების სტუდენტი


1.მთავარი პრიზის მფლობელი - ნიკოლოზწიკლაური - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია"

2.არჩილ გობეჯიშვილი - პროფესიული კოლეჯი „სპექტრი"


წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი


1.მთავარი პრიზის მფლობელი - მანუელფაუნდეს-ბარანდა - ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი"

2.ინეზი პარუნაშვილი - სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსი"


წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება


1.მთავარი პრიზის მფლობელი - ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი"

2.სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა"


წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი


1.მთავარი პრიზის მფლობელი - Adjara Group Hospitality საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიასთან თანამშრომლობისთვის

2.BP საქართველო - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის


„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017–ს, პირველად ტარდება საქართველოში და პროფესიული განათლების სფეროში დიდი მოვლენაა. ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლება ქვეყანაში მეტად პოპულარული და ყველასთვის სასურველი გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმაც და სტუდენტმაც სწორად იცოდნენ რას გულისხმობს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული განათლება", - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.


ღონისძიების გენერალური სპონსორია ინა გუდავაძე–პატარკაციშვილი.

დაბრუნდი სიახლეებში