საქართველოში პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "პროფესიები მომავლისთვის" გაიმართა

31/10/2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართა.


კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმიმართა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ და საქართველოს მთავრობის მაღალი რგოლის წარმომადგენლებმა, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობამ. კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.


კონფერენციაზე მოწვეულმა 200-ზე მეტმა მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს ისეთი პრიორიტეტულ თემებ, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.პანელური დისკუსია პროფესიული განათლების ბრენდინგის თემასაც დაეთმო და საქართველოში წამყვანმა მარკეტინგის სპეციალისტებმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები გააცნეს.

კონფერენციის ფარგლებშივე პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის გამოფენა მოეწყოათმა პროფესიულმა სასწავლებელმა დამთვალიერებელს ახალი პროგრამების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია გააცნო და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერებინა.გამოფენაზე წარმოდგენილი მომავლის პროფესიები, ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

დაბრუნდი სიახლეებში