MCA საქართველო

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც 2013 წლის 26 ივლისს გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და ამერიკის ეერთებული ტატების მთავრობას შორის. 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას საქართველოში. კომპაქტის ფარგლებში სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, სადაც აქცენტი კეთდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში, განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.


საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქრთველო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის), მეორე კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განსახორციელებლად.