საზოგადოებასთან ურთიერთობა

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" მოწოდებულია პროექტის განხორციელების ოთხი წლის მანძილზე, დაამაყაროს და შეინარჩუნოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის საჯარო უწყებებთან, ბიზნესსა და სოციალურ პარტნიორებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედიასა და ფართო საზოგადოებასთან.


პროექტის მიზანია დაამყაროს გრძელვადიანი ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გამჭვირვალე და დროული ინფორმაციის გავრცელებისა და ღია დიალოგის გზით. პროექტი უზრუნველყოფს ზუსტი და დროული ინფორმაციის გავრცელებას მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კარგად ორგანიზებული კონსულტაციებისა და საჯარო კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებით.


ნებისმიერი საჯარო ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თათია ხუბულავას, tatia.khubulava@pem-consult.de