TVET ჯილდო



პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა.


პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში:


 - წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
 - წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
 - წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
 - წლის პროფესიული განათლების სტუდენტი 

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.awardtvet.ge 


კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.