სპიკერები

ნაიჯელ ჯერემი, განათლების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი, ბრიტანეთის ავიახაზები, გაერთიანებული სამეფო

 

ნაიჯელ ჯერემი გახლავთ ადამიანური რესურსების მართვის, სწავლებისა და განვითარების სფეროს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი 30 წლიანი გამოცდილებით. ნაიჯელის პროფესიონალური გამოცდილება მოიცავს სწავლებას, განვითარებას და კადრების მოზიდვას ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორიცაა HBOS, Vodafone და EasyJet.

2009 წლიდან, იგი სათავეში ჩაუდგა კომპანია Marks and Spencer-ის სწავლების, კადრების შერჩევისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებას და ფარავდა 55 ქვეყანას. Marks and Spencer-ში მისი მუშაობის შედეგად, კომპანიამ მიიღო Management Today Award-ი და 2012 წელს დასახელდა როგორც ყველაზე მიმზიდველი, განვითარებასა და კადრების შენარჩუნებაზე მზურნველი კომპანია.


2014 წელს, ნაიჯელმა კარიერა ბრიტანეთის ავიახაზების განათლების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის რანგში განაგრძო. მის მოვალეობებში შედის თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება, განვითარება და კადრების შერჩევა მსოფლიო მასშტაბით. ბრიტანეთის ავიახაზებში 40 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული 75 ქვეყნიდან და ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონ მგზავრს ემსახურება. 2014-2015 წლებში, კომპანია Center for Brand Analysis - ის მიერ 1,500 სხვა ავიაკომპანიას შორის დასახელდა მომხმრებლის მოთხოვნებზე ორიენტირებულ სუპერბრენდად და შესაბამისად, გახდა პირველი ავიაგადამზიდი კომპანია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.


ბრაიან გონსალესი, კორპორაცია Intel-ი გლობალური განათლების სექტორის გენერალური დირექტორი, აშშ

ბრაიან გონსალესი არის კორპორაცია Intel-ის გლობალური განთლების სექტორის გენერალური დირექტორი. იგი მართავს საგანმანთლებლო შედეგების გაძლიერების გუნდს მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც იყენებს Intel-ის ტექნოლოგიებს და ფარავს განათლების შემდეგ საფეხურებს: უნივერისტეტის სტუდენტების პროგრამები, მასწავლებელთა პროგრამები, სკოლის მოსწავლეების სწავლების ტექნოლოგიები.


მისი გუნდი ქმნის სტრატეგიებს, რომელიც მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო განათლებაზე მიმართულ ეკოსისტემებს, რაც ხელს უწყობს უკეთესი საგანმანათლებლო შედეგების მიღებას ტექნოლოგიების მეშვეობით.


ბრაიანი ხშირად გამოდის როგორც საერთაშორისო მომხსენებელი,სხვადასხვა კონფერენციაზე და საუბრობს ტრანსფორმირებად საგანმანათლებლო პროგრამებზე 4.0 ინდუსტრიის გავლენაზე, გაუმჯობესებული საგანმანთლებლო შედეგებზე ტექნოლოგიების გავლენებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

2011 წელს ის დააჯილდოეს Intel Achievement Award-ით განათლებაზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებს მეშვეობით მსოფლიო განათლების გარდაქმნაში შეტანილი წვლილისთვის.