ორგანიზაცია |
მწვანე სექტორი |
პროექტი |
მარიკულტურის პროფესიული განათლების პროგრამა |
ქალაქი |
აჭარა, გურია, სამეგრელო |
აღწერა | პროექტის საუკეთესო პრაქტიკა მდგომარეობდა ინოვაციური ტრენინგ კურსის შექმნა მარიკულტურის (საზღვაო მეურნეობის) პროფესიის განვითარების კუთხით, რომელიც დაეფუძნა წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკას. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საზღვაო ფერმერთა ასოციაცია, რომელიც გახდება საზღვაო მეურნეობის სპეციალისტთა პროფესიული კავშირი. პროექტის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: დაახლოებით 120 ახალგაზრდა დაესწრო პრეზენტაციებს; 20 ადამიანი ესწრებოდა საზღვაო ფერმერთა ტრენინგ კურსს, 12 ადამიანი (დაინტერესებული მხარე) შეუერთდა საზღვაო მეურნეობის საკოორდინაციო ჯგუფს, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები 4 პროფესიულ დაწესებულებასთან. |
ორგანიზაცია |
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროექტი |
მწვანე მშენებლობა საქართველოში - ახალი პროფესიული კადრები |
ქალაქი |
ქუთაისი |
აღწერა | პროექტის საუკეთესო პრაქტიკა ორიენტირებული იყო სამი
მოკლე-ვადიანი ტრენინგ კურსისშემუშავებაზე, რომელიც მოთხოვნადია სამშენებლო სექტორის მიერ. მომზადდა და ჩატარდა სამი
ტრენინგ კურსი: მწვანე შენობის პრინციპები და მახასიათებლები, HVAC ენერგო-ეფექტური სისტემები,
იზოლაციური მასალები და მათი გამოყენება მწვანე მშენებლობაში. ახალ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული
განათლების პოპულარიზაციისა და ბენეფიციართა ინფორმირების მიზნით, მოეწყო საზაფხულო
ბანაკი ახალგაზრდებისთვის. ასევე, შეიქმნა სარეკლამო ვიდეო, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტს და სხვა დაინტერესებულ
მხარეებს, გაავრცელონ ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ. |
ორგანიზაცია |
იმერეთის მხარის მეცნიერეთა კავშირი "სპექტრი" |
პროექტი |
რეციკლირება: ახალი გამოწვევები და ახალი პროფესიული შესაძლებლობები |
ქალაქი |
ქუთაისი |
აღწერა | პროექტის შედეგად შემუშავდა პროფესიული განათლების ოთხი ტრენინგ კურსი გადამუშავების სფეროში: პლასტმასის მეორადი ნედლეულის დამხარისხებელი, პლასტმასის საქონლის ტექნოლოგიური პროცესების ოპერატორი, პლასტმასის საქონლის პროდუქციის მექანიზმი და აღჭურვილობა, ქვილთი - ტექსტილის ნარჩენებისგან შექმნილი საქონლის მხატვრული დამუშავება. ჩატარდა 4 ტრენინგი, რომელსაც დაესწრო სამიზნე ჯგუფის 28 წარმომადგენელი და გაიმართა კონფერენცია გადამუშავების საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები უნივერსიტეტიდან, კერძო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედია. ახალი პროფესიის პოპულარიზაციის მიზნიით, მოეწყო გადამუშავების აკადემიის საზაფხულო ბანაკი, რომელსაც დაესწრო 29 მოსწავლე. |
ორგანიზაცია |
შპს ოლივი |
პროექტი |
სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ახლებური მოდელის პილოტირება |
ქალაქი |
ხაშური, მარნეული |
აღწერა | საუკეთესო პრაქტიკის მთავარი არსი გახლავთ ელექტრონული პლატფორმის - „სამუშაო
უნარების განვითარება (WSD)" გაუმჯობესება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პროგრამის ადმინისტრირების ამჟამინდელ პროცესს და დაეხმარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს WSD პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა
და ეფექტურად მართვაში. ელექტრონული პლატფორმა პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ განათლებას, რამდენადაც ის საშუალებას აძლევს პროფესიულ
კოლეჯებს და საჯარო სკოლებს, რომ მოიძიონ ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ ერთ ონლაინ სივრცეში.
ზოგადად, მოსწავლეებს შეუძლიათ მოიპოვონ დეტალური ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების პროგრამების
შესახებ. პლატფორმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართავად გადაეცემა განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემას. |
ორგანიზაცია |
ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის |
პროექტი |
ინკლუზიური მოდელი დუალურ განათლებაში |
ქალაქი |
ახალციხე, ზუგდიდი, კაჭრეთი |
აღწერა | პროექტის
საუკეთესო პრაქტიკის არსი იყო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების/დუალური განათლების
შესაძლებლობების გაფართოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL/DE) მეთოდოლოგია, პროცედურები და სახელმძღვანელო.
ასევე, მომზადდა ჩართული მხარეებისთვის (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, კომპანიები და დარგობრივი ასოციაციები) სატრენინგო მოდულები. ინკლუზიური განათლების მოდელის პილოტირება განხორციელდა
საქართველოს სამ სამიზნე რეგიონში. პროექტის შედეგად, სპეციალური
საჭიროების მქონე აპლიკანტების ჩართულობის სარეგისტრაციო ფორმაში განხორციელდა
ცვლილებები. ასევე გაიზარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სექტორის ცნობიერება, თუ როგორ უნდა იზრუნონ შეზღუდული საჭიროების მქონე
სტუდენტებზე სწავლების პროცესში. |
ორგანიზაცია |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 |
პროექტი |
ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის დუალურ-მოდულური პროფესიული განათლების პროგრამის შემუშავება 112-ის ტრენინგ ბაზაზე |
ქალაქი |
თბილისი |
აღწერა | პროექტის
საუკეთესო პრაქტიკა გახლავთ უნიკალური ზოგადი პროგრამის შექმნა ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის, რომელიც
მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და სრულიად აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს სტანდარტებს.
პროგრამა მორგებულია ზრდასრული მსმენელების საჭიროებებზე და მომავალში, ხელს შეუწყობს
ქოლ-ცენტრის ოპერატორის პროფესიის განვითარებას ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში. პროექტის
ფარგლებში, შეიქმნა სპეციალური ვიდეო, რომლის მიზანია ოპერატორთა
პროფესიის პოპულარიზაცია და სპეციალური ბლოგი, რომელიც აღწერდა ოპერატორის ყოველდღიური
ცხოვრებას, ამ პროფესიის სირთულეესა და უპირატესობებს. ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ,
112-მა მიიღო უამრავი შეტყობინება ოპერატორის ვაკანსიის შესახებ. ამასთან, მომხმარებლებმა
გამოხატეს დადებითი დამოკიდებულება ოპერატორების მიმართ და აღნიშნეს, რომ ბლოგის წაკითხვამდე ოპერატორის სამუშაო მიაჩნდათ ძალიან მარტივი და ადვილი. |
ორგანიზაცია |
კავკასიის ფერები |
პროექტი |
პროფესიულ სასწავლებლებში წარმოებული პროდუქცისა და პროფესიების ცნობადობის ზრდა და კომერციალიზაცია |
ქალაქი |
თბილისი |
აღწერა | პროექტმა შეიმუშავა ვებ-გვერდზე დაფუძნებული პლატფორმა (www.ecofactory.ge), სადაც პროფესიული განათლების პროფესიები და პროდუქტები გახლავთ ბრენდირებული, გარეკლამებული და იყიდება ონლაინ. პლატფორმა, აგრეთვე, ხელს
უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების გაჩენას, რადგან პროფესიული განათლების სტუდენტებს
შეეძლებათ განავითარონ მცირე ბიზნესის უნარები, არა უბრალოდ პროდუქტების და სერვისების
შეთავაზებით, არამედ უზრუნველყონ მომავალი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება და მარაგების ალტერნატიულ წყაროებს გაუწიონ კონკურენცია. ჟურნალ Hello Georgia-ში დაიბეჭდა სტატიები
კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით. |
ორგანიზაცია |
ტრისდორფ აგრობიზნეს კონსალტინგი |
პროექტი |
პროფესიულ სასწავლებლებში წარმოებული პროდუქცისა და პროფესიების ცნობადობის ზრდა და კომერციალიზაცია |
ქალაქი |
რაჭა |
აღწერა | პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოფლის-მეურნეობის
განათლების ონლაინ პორტალი, რომელშიც განთავსებულია რელევანტური სასწავლო მასალები, რაც შემუშავდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების
მიერ, მათ შორის ფორმალური და არაფორმალური განათლების მოდულური ტრენინგები
და საგანმანათლებლო პროგრამა. ონლაინ პლატფორმა ასევე საშუალებას აძლევს პროფესიული
განათლების პროვაიდერებს, რომ მიიღონ მყისიერი უკუკავშირი და რელევანტური ინფორმაცია სტუდენტებისგან
სისტემატიზირებულად და ორგანიზებულად. პროექტის ფარგლებში, ასევე განახლდა პოტენციური დამსაქმებლების (ფერმერების) მონაცემთა ბაზა, შეიქმნა ინოვაციური ონლაინ ტრენინგ პროგრამა, ფერმერ-ინსტრუქტორების მოსამზადებლად. |
ორგანიზაცია |
ჯამფ სტარტ ჯორჯია |
პროექტი |
GOGO code |
ქალაქი |
თბილისი და რეგიონები |
აღწერა | პროექტი „GOGO კოდი" მოიცავდა ცნობიერების ამაღლებისა
და ტრენინგების ციკლს, რომელიც დაფუძნებულია ერთერთი წარმატებული ლიდერობის პროგრამის მაგალითზე, სახელად
„გოგონები მართავენ ჩვენს სამყაროს
(GLOW)". პროექტის ფარგლებში შეიქმნა
პროფესიული ორიენტაციის ბანაკის კონცეფცია და მისი განხორციელების სახელმძღვანელო; ასევე შეიქმნა კომპიუტერული პროგრამირების პროფესიული ორიენტაციის ტრენინგის კურიკულუმი
და კურსის სახელმძღვანელოები, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული დაწესებულებებისთვის; გარდა ამისა, ჩატარდა ორი
10 დღიანი ინტენსიური ტრენინგი კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების შესასწავლად, 30 თინეიჯერი
გოგონასთვის, რომელსაც
ორი საჯარო კოლეჯი მასპინძლობდა: „ახალი ტალღა" ქობულეთში
და „აისი" კაჭრეთში. |
ორგანიზაცია |
შპს არის.ჯი |
პროექტი |
პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა |
ქალაქი |
თბილისი და რეგიონები |
აღწერა | პროექტის
ფარგლებში შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა და-ჩექ-ინ-დი! სადაც საგანმანათლებლო
დაწესებულებების სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და საკუთარ თავს და პროფესიას გაუწიონ
პოპულარიზაცია. პროექტის დასრულებისას, პლატფორმაზე დარეგისტრირებული იყო 16 პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების 679 სტუდენტი. პროექტი წარედგინა 750-ზე მეტ სტუდენტს 15 პროფესიულ
დაწესებულებაში და მოხდა
100-ზე მეტ პოტენციურ დამსაქმებელთან დაკავშირება. გარდა ამისა, პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების შესახებ მომზადდა 30-ზე მეტი სტატია და წარმატების ისტორია,
რომელიც გამოქვეყნდა edu.aris.ge-ზე და გაზიარდა Facebook-ზე (fb.com/edu.aris.ge). ამასთან, სოციალურ მედიაში ჩატარდა სარეკლამო კამპანია, ლოზუნგით
"ზოგადად, ხალხი ეძებს სამუშაოს. პროფესიულ სტუდენტებს კი ეძებენ დამსაქმებლები!" |