სპიკერები

ჯეისონ გრეგორი, ბიზნესისა და განვითარების დირექტორი, პირსონი, დიდი ბრიტანეთი


ჯეისონ გრეგორი 17 წელია საერთაშორისო განათლების პროგრამებზე მუშაობს, მათ შორის 10 წელია ის პირსონის ჯგუფი წევრია. მას გააჩნია მდიდარი გამოცდილება განათლების რეფორმის სტრატეგიის შედგენის მიმართულებით და უმუშავია მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და კოლეგებთან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ის ჩართული იყო პროფესიული განათლების, მასწავლებელთა პროფესიული განათლების და საგანმანათლებლო კვალიფიკაციებისა და პროგრამების შედგენის საერთაშორისო პროგრამებში. ის ფლობს განათლების და გლობალური სწავლების მაგისტრის ხარისხს. პირსონი წარმოადგენს ლიდერ საერთაშორისო საგანამანათლებლო კომპანიას, რომელიც პროგრამებისა და შეფასების შემუშავების მიმართულებით 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. 







  ვინსენტ ვან ჰოუტენი, DB ინჟინერიის და კონსალტინგის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანია


ვინსენტ ვან ჰოუტენი აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების რეგიონალურ დირექტორად 2015 წლიდან მუშაობს DB ინჟინერიასა და კონსულტინგში, ბერლინში. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ზოგად მენეჯმენტში ბერლინის ეკონომიკის სკოლიდან.ვინსენტი DBგუნდს შეუერთდა 2011 წელს და 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანურ რესურსების და კომერციული პროექტის მენეჯერად, რის შემდეგაც დაწინაურდა რეგიონალურად დირექტორად. ვინსენტი მონაწილეობდა რკინიგზასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტების დიზაინის დაგეგმვაში, შესრულებასა და მონიტორინგში, რომელშიც ჩართულია 50-ზე მეტი თანამშრომელი აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის 9 ქვეყანაში. 







  ბირგიტ შვეებერგიპროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი, გერმანია


ბირგიტ შვეებერგი გახლავთ საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც წლებია მუშაობს შრომის ბაზრის საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების სტრატეგიების მიმართულებით. ის ხელმძღვანელობდა შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას  მადაგასკარში, ტუნისსა და განაში. მან წარადგინა გერმანული დუალური პროფესიული განათლების სისტემები ჩინეთში, ინდოეთში, შრი ლანკაში, ინდონეზიაში, სამხრეთ აფრიკაში, ნამიბიასა და ჩილეში. ბირგიტი გახლავთ სავაჭრო პალატების ჩემპიონატის 2009 წლის გამარჯვებული დუალური პროფესიული განათლების სისტემის წარდგინებისთვის. ის გახლავთ გერმანული ბიზნეს ასოციაციების ქსელის (AHK) საერთაშორისო პროფესიული განათლების სტანდარტების სამუშაო ჯგუფის წევრი და ჰამბურგის სავაჭრო პალატის პროფესიული განათლების კონსულტანტი.