სპიკერები




ჯონათან ლედჯერი

Proskills UK Group-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

დოქტორი ჯონათან ლედჯერი, Proskills UK Group-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია უნარების განვითარების საკითხებში. მას გააჩნია 25 წლიანი გამოცდილება როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ და კორპორატიულ დონეზე და უმუშავია ისეთ საკითხებზე როგორიცაა უნარების პოლიტიკის განვითარება, ბიზნეს სექტორზე ფოკუსირებული უნარებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ეროვნული დონის კვალიფიკაციების, პროფესიული სტანდარტის სტრატეგიის, შეგირდობის ტრენინგის და პროფესიული განათლების პოლიტიკის ჩამოყალიბება ინგლისსა და ევროპაში, ასევე შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, Proskills-მა მოიზიდა 260 მილიონი ფუნტის დაფინანსება, რომელიც მოხმარდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე კადრების გადამზადებასა და მათი უნარების განვითარებას. ორგანიზაცია დაეხმარა 600,500-ზე მეტ სტუდენტს გაერთიანებული სამეფოს ოთხივე ქვეყნიდან განევითარებინათ საკუთარი უნარები 150 სხვადასხვა პროფესიაში, რომელმაც მოიცვა ეკონომიკის ათი სექტორი. Proskills-მა, დამსაქმებლებთან და ბიზნესს ასოციაციებთან ერთად, შეიმუშავა და განაახლა 2,500-ზე მეტი ეროვნული პროფესიული სტანდარტი. ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ონლაინ კოლეჯი სხვადასხვა ოპერაციული პროგრამებისთვის და შეიმუშავა მოსწავლის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა 22,000 დასაქმებულისთვის, ჩამოაყალიბა ინგლისში ყველაზე დიდი სკოლა სამეწარმეო პროგრამის მიმართულებით (PrintIT და MakeIT), რომელშიც ჩაერთო 150,000 სტუდენეტი 2500 სკოლიდან.



გაი ვაითი

ირლანდიის ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტის განათლების მიმართულების დირექტორი და საბჭოს წევრი, ირლანდიის საბანკო ინსტიტუტის ადამიანური რესურსების დირექტორი

ირლანდიის ფსიქოლოგთა საზოგადოების ორგანიზაციული ფსიქოლოგი, გეი უაიტი გახლავთ გამოცდილი ექსპერტი, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ამჟამად ის გახლავთ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ირლანდიის საბანკო ინსტიტუტში. გეი, ასევე, მუშაობს ირლანდიის ტრენინგის და განვითარების ინსტიტუტის საბჭოში, სადაც ამჟამად ის არჩეულია განათლების მიმართულების დირექტორად. 

მანამდე, ის მუშაობდა ირლანდიის ტრენერთა ასოციაციის  საბჭოში - ორგანიზაციაში, რომელიც დაარსდა ტრენერობის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და დასახვეწად. მისი როლი გულისხმობდა ტრენერთა ასოციაციის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყანაში ტრენერებისთვის შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განხორციელებას.

გეიმ მენტორობა და  ტრენერობა გაუწია მრავალ ადამიანს, მათი კარიერის სხვადასხვა საფეხურებზე, მათ შორის სტუდენტებს, რომლებიც სამუშაოს იწყებდნენ, ასევე იმათ, ვინც კორპორაციების უმაღლესი რგოლის მენეჯერებს წარმოადგენდნენ. ის მუშაობს დუბლინის უნივერსიტეტში კონსულტანტად და ეხმარება უნივერსიტეტს, რათა შემუშავდეს კურსდამთავრებულების მენტორობის პროგრამა, რომელიც მომავალში სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს. 



დოქტორი სტეფან ლოიბლი

მიუნხენის და ზედა ბავარიის სავაჭრო პალატის პროფესიული ტრენინგების დირექტორი

2007 წლიდან, ბატონი ლოიბლი მუშაობს პროფესიული ტრენინგის მმართველ დირექტორად, მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო და ბიზნეს პალატაში და ასევე გახლავთ  IHK Gesellschaft für Berufs და Weiterbildung mbH-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

მას მიღებული აქვს განათლება საგანმანათლებლო მეცნიერებაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში და სპორტში. ის არის დიპლომირებული პედაგოგი, მას უმუშავია აუგსბურგში ტრენინგ ინსტიტუტში და 1991 წელს გადავიდა მიუნხენის სახალხო სკოლაში. სამი წლის შემდეგ, ის გადავიდა ჰოხთაუნის რეგიონში, საჯარო სკოლის დირექტორად და მიიღო დოქტორის ხარისხი ლეიპციგის უნვიერსიტეტში. 2000 წელს, ის გადავიდა IHK Konstanz-ში  და დაინიშნა პროფესიული განათლების მიმართულების დირექტორად.

დოქტორი სტეფან ლოიბლი გახლავთ დატრენინგებული ელექტრო ტექნიკოსი. ის ასწავლიდა ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: კონსტანცის უნივერსიტეტი, რავენსბურგის უნივერსიტეტი და ასევე, გერმანული ფედერალური შეიარაღების ძალების უნივერსიტეტი მიუნხენში. ის რეგულარულად აქვეყნებს საგაზეთო სტატიებს პროფესიული განათლების შესახებ და ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წიგნიც კი აქვს დაწერილი.