კონფერენცია 2017


პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა 



31 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში", თბილისი, საქართველო გაიმართა პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა„პროფესიები მომავლისთვის".

ღონისძიების მიზანი იყო ქვეყანაში პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესება ახალი შესაძლებლობების წარმოჩენის გზით, რაც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში. პროფესიული განათლება უმუშევრობის დაძლევის უმოკლეს გზას წარმოადგენს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში თუ ისინი კვალიფიციური უნარებით აღიჭურვებიან. კონფერენციის განმავლობაში გაიმართა პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროფესიული პროგრამების გამოფენა. 

კონფერენციას ესწრებოდა სულ მცირე 200  მონაწილე, როგორც პოლიტიკის და ბიზნეს საზოგადოების სფეროდან, ასევე წარმომადგენლები საერთაშორისო სააგენტოებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან.

კონფერენციის მთავარი გამომსვლელი იყო ჯეისონ გრეგორი, ბრიტანული კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორი, რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანიას და მუშაობს 70-ზე მეტ ქვეყანაში. მან კონფერენციაზე წარადგინა Pearson-ის დაკვეთით ჩატარებული საერთაშიროსო კვლევა, რომელიც ინოვაციების გლობალურ ფონდთან NESTA-თან და ოქსფორდის მარტინის სკოლასთან ერთად ჩაატარა. პრეზენტაციის თემა იყო მომავლის პროფესიების შესახებ ჩატარებული კვლევა. მომავლის პროფესიებზე საუბრისას, უმრავლესობას აქვს შიში, რომ ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ადამიანური სამუშაო ძალის საჭიროება გაქრება. იქმნება წარმოდგენა, თითქოს, ადამიანური რესურსი აღარ იქნება საჭირო უმეტესი სამუშაოს შესრულებისთვის ან ადამიანის მიერ საქმის შესრულებისთვის საჭირო ფუნქცია შესუსტდება ტექნოლოგიებისა და რობოტების ხარჯზე. 

მთავარი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა სამი პანელური დისკუსია: პროფესიული განათლების პოლიტიკა დასაქმებისთვის, კერძო სექტორის როლი და პროფესიული განათლების ბრენდინგი. 

31 ოქტომბერს ასევე გაიმართა პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების ცერემონია და გამოვლინდნენ პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისწვდომია ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge