II რაუნდი

მცირე საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე, დაფინანსდა ათი გამარჯვებული პროექტი, ჯამური საგრანტო თანხით - 172,186 აშშ დოლარი.

დეტალური ინფორმაცია თითოეული პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონულ პუბლიკაციაში - STPP-ის II რაუნდის ფარგლებში შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკების აღწერა, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ აქიდან.   



ორგანიზაცია 

სსიპ - პროფესიული კოლეჯი „მოდუსი" 


პროექტი         
თეორიაზე, პრაქტიკაზე და ვიზუალურ მედიაზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროფესიული გადამზადების მოდელი

ქალაქი            
რუსთავი, ზესტაფონი, ჭიათურა

აღწერა       
შემუშავდა დისტანციური სწავლების ელექტრონული პლატფორმა ავტომექანიკოსის და ელექტრიკოსის პროფესიაზე და შეიქმნა ვირტუალური, ინტერაქტიული, სიმულატორი ქართულ-ენოვანი პროგრამული უზრუნველყოფით. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" 40 თანამშრომელი გადამზადდა „ჭიათურმანგანუმის" მიერ თავის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ სატრენინგო აუდიტორიასა და სახელოსნოებში. თანამშრომლებს ასწავლიდნენ 
რუსთავის პროფესიული კოლეჯი „მოდუსის" პედაგოგები, ქართულენოვანი დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით. 

ელექტრონული პლატფორმა და სიმულატორი განთავსებულია კოლეჯის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. 

www.modusi.ge 




ორგანიზაცია 

შპს "იზი სოფტი" 


პროექტი 

ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის                                    

ქალაქი

თბილისი

აღწერა „იზი სოფტმა" დანერგა უნივერსალური ინოვაციური პროგრამა Autodesk Fusion 360 სამრეწველო ლაბორატორიებისთვის და შექმნა ქართულ-ენოვანი ვებ-პლატფორმა, სომხური და აზერბაიჯანული სუბტიტრებით. პლატფორმაზე მოცემულია 30 ვიდეო გაკვეთილი და აღჭურვილობის აღწერა.
ვიდეოები ასევე ხელმისაწვდომია სმენა შეზღუდულებისთვის, რათა ვიდეობი მარტივად ხელმისაწვდომი იყოს შშმ პირებისთვის. პროექტის მიზანია
ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სისტემაში არსებული სამრეწველო ლაბორატორიების (ფაბ-ლაბების) ეფექტურ ფუნქციონირებასა და
გამოყენებას. ამ მიზნით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული 14 ფაბ-ლაბის მასწავლებელი
გადამზადდა სამრეწველო დიზაინის პროგრამულ უზრუნველყოფაში და ტექნიკის და აღჭურვილობის ტექნიკურ მახასიათებლებში. მომზადდა
ფილმი, სადაც აღწერილია პროექტის განხორციელების ეტაპები, ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

პროექტის ბოლოს, შემუშავდა „სამეწარმეო დიზაინის" სტანდარტი და „ციფრული ხელოვნების" ჩარჩო დოკუმენტები, რომლებიც დამტკიცდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

www.online.easysoft.ge




ორგანიზაცია 

საქართველოს საპატრიარქო დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი


პროექტი 

საჯარო სკოლების მოსწავლეებში  დეკორატიული მებაღეობის პროფესიის პოპულარიზაცია                     

ქალაქი 

თბილისი

აღწერა პროექტის ფარგლებში, შეიქმნა საპილოტე გაკვეთილი ზოგადი განათლების მოსწავლეებისთვის, დეკორატიული მებაღეობის და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით. თბილისისა და რეგიონების 20 სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებლებმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც სტუდენტები ღებულობდნენ ინფორმაციას ამ პროფესიაში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. მსგავსი მეთოდი
პროფესიული ორიენტაციის ეფექტურ ინსტრუმენტად შეიძლება იყოს გამოყენებული, სკოლის მოსწავლეებში პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით. მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის აქტივობებში, ბავშვებთან და მასწავლებლებთან ერთად. სტუდენტების ნაწილი დაინტერესდა სწავლა გააგრძელონ კოლეჯში, ასევე, ბიოლოგიის მასწავლებლები და მშობლები დაინტერესდნენ არა-ფორმალური განათლების საღამოს
კურსებით. სკოლის ეზოში, დაირგა სხვადასხვა მცენარეები და გრძელდება აქტიური თანამშრომლობა დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან, შემდგომი რჩევებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით.

საინფორმაციო ვიდეო პროექტის შესახებ შემუშავებულია და გაკვეთილის გეგმასთან ერთად, ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.

www.dmsk.ge




ორგანიზაცია 

შპს „ჯეოტურანი"


პროექტი 

ევრო მასტერი 2017                                                                                              

ქალაქი

თბილისი, ქუთაისი 

აღწერა ეროვნული ჩემპიონატი „ევრო მასტერი 2017" ჩატარდა საქართველოში საუკეთესო მილგაყვანილობის სისტემის მონტაჟის სპეციალისტის გამოსავლენად. ჩემპიონატის მიზანი იყო კონკურენციის და ცნობადობის გაზრდა პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთათვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის პარტნიორობის გაძლიერება და პროფესიული განათლების პროვაიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ დააკმაყოფილონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები. ორ-ეტაპიანი ჩემპიონატი გაიმართა თეორიასა და
პრაქტიკაში. თავდაპირველად, თბილისსა და ქუთაისში მონაწილეებმა ტრენინგი გაიარეს ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟების
ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებში. პრაქტიკული გამოცდის ჟიურიში ისხდნენ მოწვეული ექსპერტები თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე ჩაატარეს მასტერ კლასი სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის შედუღების თანამედროვე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სტანდარტებში და გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. ფინალური გამოცდის შემდეგ, 15-მა საუკეთესო მონაწილემ მიიღო დასაქმების შეთავაზება კომპანია „ჯეოტურანში". მოსალოდნელია,
რომ ჩემპიონატი გაიმართოს ყოველ წლიურად, რადგან სხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი გახდნენ ჩემპიონატის პარტნიორები მომავალ წელს.

www.euromaster.ge





ორგანიზაცია 

საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია" 


პროექტი

არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დანერგვა                                             

ქალაქი    

თბილისი
 
აღწერა პროექტის ფარგლებში, შემუშავდა არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურის სასწავლო მასალა და გადამზადდა შერჩეული რვა პროფესიული განათლების დაწესებულების წარმომადგენელი, აღნიშნულ თემაში მათი უნარების და შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ტრენინგი ჩატარდა პროფ-ორიენტაციის და კარიერული განვითარების მენეჯერებისთვის, ხარისხის მენეჯერებისთვის და მოდულური პროგრამების მასწავლებლებისთვის, რათა დაწესებულებებმა შეძლონ განახორციელონ არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურა მარტივად და ეფექტურად. არაფორმალური განათლების აღიარების დოკუმენტის შედეგად, პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეეძლებათ გასცენ სანდო დოკუმენტი სტუდენტების კომპეტენციების დასამტკიცებლად. ეს, ასევე დაეხმარება საგანმანათლებლო პროგრამების ცნობადობის და რეპუტაციის გაზრდას ბიზნეს სფეროში.

ტრენინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულად




ორგანიზაცია 
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი

პროექტი

სამეწარმეო განათლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში                                          

ქალაქი

თბილისი, ამბორლაური, სენაკი
 
აღწერა ფორმალური განათლების მოდული მეწარმეობაში ადაპტირდა და დაიტესტა არაფორმალური განათლებისთვის, რაც გულისხმობდა თანამედროვე
სწავლების მეთოდებს და საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას. განახლებული მეთოდოლოგია დაიტესტა ზრდასრულთა და საზოგადოებრივ ცენრტრებში ამბროლაურსა და სენაკში. 10 მასწავლებელს ჩაუტარდა ტრენინგი ახალი სახელმძღვანელოს გამოყენებაში და სტუდენტთა ორმა
ჯგუფმა დაასრულა ახალი მოდულით სწავლა ამბროლაურისა და სენაკის მუნიციპალიტეტში. პროექტის დასასრულს, ჩატარდა კონკურსი საუკეთესო
ბიზნეს იდეიის გამოსავლენად, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის რვა ცენტრი (სამეგრელო, გურია,
აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი). კონკურსში მონაწილეობა მიიღო 45 კონკურსანტმა და სამი გამარჯვებული იდეა დაჯილდოვდა
პროექტის ფინალურ ღონისძიებაზე.

ტრენინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულად




ორგანიზაცია 

ა(ა)იპ „ISET’-ის კვლევითი ინსტიტუტი


პროექტი 

სამეწარმეო განათლების გაძლიერება ფორმალურ განათლებაში                                            

ქალაქი

თბილისი, გორი, თელავი  

აღწერა შეიქმნა ადგილობრივი მეწარმეების გამოცდილებაზე დაფუძნებული ბიზნეს ქეისები, რომლებსაც გამოიყენებენ სამეწარმეო მოდულის სწავლების პროცესში, სადაც ძალიან ცოტა მაგალითებია ქართული ბიზნესის რეალობიდან. ახლად შექმნილი ბიზნეს ქეისები გამოიცემა დამხმარე სახელმძღვანელოს სახით. სასწავლო სახელმძღვანელო და ვიდეო მასალები ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ISET-ის ლექტორებთან ერთად შეიმუშავეს რვა ორიგინალური ბიზნეს ქეისი და შექმნეს სასწავლო მასალები. პროფესიული დაწესებულებებისა და ბიზნესის დაკავშირების მიზნით, შერჩეული მეწარმეები მოწვეულნი იყვნენ მოწვეულ ლექტორებად, რათა საკუთარი ისტორია პირადად მოეყოლათ. ახალი ბიზნეს ქეისების სწავლების პილოტირება მოხდა პარტნიორ კოლეჯებში 120 სტუდენტთან,
პროფესიული განათლების ინსტრუქტორების მიერ, ISET-ის ლექტორებთან ერთად.

ბიზნეს-ქეისების სახელმძღვანელო, ვიდეო რესურსებთან ერთად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

www.iset-pi.ge




ორგანიზაცია 

სსიპ - საზოგადებრივ კოლეჯ "ახალ ტალღა"


პროექტი 

პროფესიული სტუდენტების ინდივიდუალური სწავლების მხარდაჭერა                                   

ქალაქი


ქობულეთი

აღწერა

პროექტის ფარგლებში, „მსმენელზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური სწავლის მხარდაჭერის" კურსი შემუშავდა და ჩაუტარდა ახალი ტალღის მასწავლებლებს ქობულეთში. მოწვეულმა ექსპერტებმა ესტონეთიდან გაუზიარეს მსმენელებს საკუთარი გამოცდილება და 

საუკეთესო მაგალითები. ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ინდივიდუალური სწავლების გეგმა, თვით-ანალიზი და სწავლის დღიური დაიტესტა მოსწავლეების ინდივიდუალური სწავლის მხარდასაჭერად. კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჩართულები იყვნენ მოსწავლეების სწავლის ინდივიდუალური გეგმების შემუშავების პროცესში. საუკეთესო პრაქტიკამ ხელი შეუწყო ბიზნესისა და პროფესიული განათლების თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა გაზრდილიყო სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობები. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის და მასთან დაკავშირებულ სფეროებში ჩაიწერა ინტერვიუები, რათა მომხდარიყო მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბება და კერძო 

სექტორის დაინტერესება იმ ახალგაზრდებით, ვინც აირჩიეს მსგავსი პროფესიული გზა. მსმენელზე ორიენტირებული მიდგომა, ასევე ხელს უწყობს გენდერულ და სოციალურ ინკლუზიას პროფესიულ განათლებაში, ვინაიდან მსმენელზე ორიენტირებული მიდგომა ყურადღებას აქცევს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესს და შესაძლებლობებს. 


კურსის კურიკულუმი და ინდივიდუალური სწავლების მასალები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულად.





ორგანიზაცია 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი


პროექტი 

მზის ენერგიის გამოყენება - ახალი პროფესიული კადრები                                                

ქალაქი


ქუთაისი, რაჭა, სვანეთი

აღწერა მზის ენერგიის აღჭურვილობის გამოყენება, განსაკუთრებით ცხელი წყლის მომარაგებისთვის, საგრძნობლად გაიზარდა საოჯახო სასტუმროებსა და კერძო სახლებში. შედეგად, შემკეთებელ პროფესიონალებზე მოთხოვნა ამ სფეროში გაიზარდა. ორი მოკლე კურსი (ენერგო აუდიტის საფუძვლები,
მზის შემგროვებელი და პანელის ოპერატორი) და ერთი მაინორ კურსი (ელექტრიკოსი, მე-4 დონე) მზის ენერგიის აღჭურვილობის შემკეთებელზე
შემუშავდა უნივერსიტეტის ენერგიისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტში. დიდი ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების
პოპულარიზაციასა და ინფორმაციის გავრცელებას სკოლის ასაკის ბავშვებში. უფროსი მოსწავლეებისთვის მოეწყო საზაფხულო ბანაკი, რათა მომხდარიყო ენერგეტიკის დარგში ახალი პროგრამების რეკლამირება. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 25-მა მოსწავლემ ქუთაისის და სხვა
რეგიონების საჯარო სკოლებიდან.

პროგრამის კურიკულუმი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულად




ორგანიზაცია 

შპს "მაინდვორქსი"

პროექტი 

შებრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) დანერგვა ბათუმის და ამბროლაურის პროფესიულ კოლეჯებში

ქალაქი

ამბორლაური, ბათუმი

აღწერა ინოვაციური სწავლების მოდელი, შებრუნებული საკლასო ოთახი დაინერგა „ბლექსისა" და „ერქვანის" კოლეჯებში. სწავლების ახალი მოდელი ითვალისწინებს ტრადიციული სწავლების მიდგომის შეცვლად და საკლასო ოთახში გადმოაქვს აქტივობები, რომლებიც ტრადიციულად ითვლება საშინაო დავალებად. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, მოსწავლის უკეთესი ჩართულობა, ეფექტური სწავლა და გაუმჯობესებული შედეგები მიიღწევა. მასწავლებლების ჯგუფი გადამზადდა შებრუნებული საკლასო ოთახის მიდგომების გამოსაყენებლად. ახალი მიდგომით, სტუდენტები
უყურებენ ონლაინ ლექციებს, მონაწილეობენ ონლაინ განხილვებში ან სახლში აგრძელებენ მუშაობას და ერთვებიან განხილვებში. მასწავლებლები,
ასევე დახელოვდნენ სხვა ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებაში, როგორიცაა ინტერაქტიული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლა,
მობილური სწავლა, სწავლის უნივერსალური დიზაინი.

შეიქმნა შებრუნებული საკლაო ოთახის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულად.