ტექნიკური დახმარება

პროექტის ტექნიკური დახმარების კომპონენტის ძირითადი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. 2015 წლის მარტიდან, პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ტექნიკური დახმარება გაუწიეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სააგენტოებს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს, ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით. 

2015-2018 წლებში, პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება მოიცავდა: 
 
  1. კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიული განათლების მართვაში, მათ შორის საჯარო-კერძო პარტნიორობა, დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობის გაძლიერება, სოციალური პარტნიორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე და სხვა; 
  2. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოსა და ხარისხის მართვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნების გათვალისწინებით, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარება, არაფორმალური განათლების აღიარება, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარება და სხვა; 
  3. კარიერული განათლებისა და დაგეგმვის მხარდაჭერა სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ტექნიკური კომპონენტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ "დოკუმენტაციის" სექციაში.