კონფერენცია 2016

2016 წლის 18 ივლისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების პირველ საერთაშორისო კონფერენციას, "პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის", უმასპინძლა. 

კონფერენციის მთავარი თემა იყო პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის, თუ როგორ გავუმკლავდეთ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის და როგორ გაიზარდოს კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების სისტემაში. ყოველწლიური კონფერენციის მიზანი იყო ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება დისკუსიისთვის, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე წარმოადგენდა საკუთარი ხედვას ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების გზებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 250-მდე უცხოელმა და ქართველმა დელეგატმა სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, სამოქალაქო სექტორის და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. განიხილეს გზები თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს და დაიხვეწოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პარალელური სესიები დაეთმო თემატურ დისკუსიებს თემებზე: საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიული განათლების სისტემაში, პროფესიული განათლებაში ჩართულობის გაზრდა და სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელები.