ორგანიზაცია |
საქართველოს ბიზნეს აკადემია - SBA |
პროექტი |
შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება მეწარმეობისა და გაცნობითი პრაქტიკის მოდულებისთვის |
ქალაქი |
რუსთავი |
აღწერა |
პროექტის ფარგლებში,
გაანალიზდა საერთაშორისოდ აღიარებული სწავლების შედეგები ორი სავალდებულო ზოგადი მოდულისათვის: მეწარმეობა და გაცნობითი პრაქტიკა. შემუშავდა შეფასების ინსტრუმენტების სრული პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მათ გამოყენებას სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებთან, კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასების პილოტირებას და გამოცდილების გაზიარებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შეფასების ინტრუმენტების სრული პაკეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
ორგანიზაცია |
შპს მაინდსტრიმი |
პროექტი |
კარიერული დაგეგმვა და დამსაქმებლებთან კომუნიკაციის სტრატეგია |
ქალაქი |
თბილისი |
აღწერა | პროექტის ფარგლებში შემუშავდა პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის მენეჯერების სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერების სამუშაო აღწერილობას და საუკეთესო პრაქტიკისა და საშუალებების ნაკრებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას კარიერული ორიენტაციისა და დამსაქმებლებისთვის კადრების შერჩევის პროცესის დროს. სახელმძღვანელო, სამუშაო აღწერილობებთან და დამხმარე მასალებთან, ერთად ხელმისაწვდომია აქიდან. |
ორგანიზაცია |
ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „იკაროსი" |
პროექტი |
დამსაქმებელთა ფორუმი პროფესიული განათლების სექტორში ბიზნესის ჩართულობისთვის |
ქალაქი |
თბილისი |
აღწერა |
სტუდენტების საჭიროებების ანალიზის პარალელურად, ჩატარდა ბიზნესის საჭიროებების კვლევა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ცვლილება შევიდა არსებულ სასწავლო პროგრამაში, იმისათვის რომ სტუდენტებმა უპასუხონ ბიზნესის საჭიროებებს და გაიზარდოს მათი დასაქმების შესაძლებლობა. კოლეჯმა იკაროსმა ჩაატარა დამსაქმებელთა ფორუმი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ტურიზმის სფეროში, რათა გაძლიერდეს კერძო სექტორის ჩართულობა. პროფესიულმა კოლეჯმა, ასევე შეიმუშავა ელექტრონული რესურსის პორტალი, სადაც კოლეჯის კურსდამთავრებულებს და მასწავლებლებს შეუძლიათ ატვირთონ ინფორმაცია მათი გამოცდილების, ელექტრონული რესურსების, მასტერ-კლასების, ვიდეო ფაილების და ა.შ. შესახებ. პორტალი ასევე საშუალებას აძლევს კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს მოიძიონ და შეაირჩიონ კადრები დასაქმებისთვის. |
ორგანიზაცია |
სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი" |
პროექტი |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკა |
ქალაქი |
კაჭრეთი |
აღწერა |
კოლეჯ „აისის" მასწავლებელთა კლუბი „პროგრესი" წარმოადგენს პროექტის საუკეთესო პრაქტიკის მთავარ ნაწილს. ის 2012 წელს ჩამოყალიბდა 12 მასწავლებლის ინიცირებით იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ მასწავლებლები კოლეჯში და შეეთავაზებინათ მათთვის სივრცე საინტერესო, ინსპირაციული და პროდუქტიული განვითარებისთვის, დახელოვნებულიყვნენ და დაეხვეწათ საკუთარი პროფესიული უნარები და ცოდნა. კლუბი ორგანიზებას უკეთებს არაოფიციალურ შეკრებებს, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს, ტრენინგებს და სემინარებს, ასევე, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებს. ამგვარად, მასწავლებლები ჩართულები არიან უწყვეტ კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში, რომელსაც თავის მხრივ დადებითი გავლენა აქვს სწავლების შედეგებზე და ამცირებს მასწავლებლების გადინებას კოლეჯიდან. |
ორგანიზაცია |
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
პროექტი |
ელექტრონული სასწავლო კურსის შემუშავება „საინფორმაციო ტექნოლოგიების" ზოგად მოდულში |
ქალაქი |
თბილისი |
აღწერა | შემუშავდა პირველი ფართო მასშტაბიანი ელექტრონული კურსი „საინფორმაციო ტექნოლოგიების" მოდულური სასწავლო კურსის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო მოდულს ყველა სპეციალობაზე. კურსი აიტვირთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სერვერზე (http:tvet.gtu.ge) და ის ხელმისაწვდომია ყველა კოლეჯისთვის. კურსს აქვს ორი დონის დაშვება: სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის. პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ შემუშავდა ვებ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სიმულატორი, რომლის გამოყენება სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. კურსი მოიცავს თვით-შეფასების ტესტებს. ამ ტესტების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, მზად არიან თუ არა ისინი ფინალური გამოცდისთვის. დისტანციური რეგისტრაცია და უფასო რესურსები ხელს უწყობს ელექტრონული კურსის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. პროფესიულ კოლეჯებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ სტუდენტები მთიანი რეგიონებიდან, მარტოხელა დედები და სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ლექციებზე დასწრებას. |
ორგანიზაცია |
სსიპ - ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა |
პროექტი |
სოციალური მეწარმეობა საჯარო სკოლებში |
ქალაქი |
ქუთაისი |
აღწერა |
პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აღიჭურვენ ისეთი უნარ-ჩვევებით, რომელმაც გააუმჯობესა მათი დასაქმების შესაძლებლობა და კონკურენტუნარიანობა. რეგიონში მოთხოვნადი პროფესიების შესწავლისა და სტუდენტების ინტერესებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შემდეგი პროფესიები: მკერავი, დურგალი, სოკოს შემგროვებელი, კომპიუტერის ოპერატორი და ავეჯის დიზაინერი. სკოლის სახელოსნოს ბაზაზე ჩამოყალიბდა სოციალური საწარმო, სადაც სტუდენტები იძენენ უნარებს კონკრეტულ სპეციალობებში. |
ორგანიზაცია |
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია |
პროექტი |
არაფორმალური განათლების პროგრამის შემუშავება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში |
ქალაქი |
თბილისი |
აღწერა | პროექტის ფარგლებში, დაიხვეწა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის არაფორმალური განათლების პროგრამა, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით უმუშევრობის შემცირებას ემსახურება, შემდეგი მექანიზმების გამოყენებით: წევრ კომპანიებში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბება; ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა პროექტის ბენეფიციარებისთვის; ბიზნესის და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაში და საზოგადოებაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. შემოთავაზებული მოდელი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების მოკლე ვადიანი დასაქმებიდან გრძელ ვადიან დასაქმებაზე გადასვლას, ასოციაციის წევრ კომპანიაში, სს „მინაში" გამოიცადა. |