გრანტები

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ადმინისტრირებას უწევს ორ სხვადასხვა საგრანტო კონკურსის სქემას:


1. საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისთვის (PICG) წარმოადგენს 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია დაეხმაროს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეიმუშავონ ან განაახლონ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი ან არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების (STEM) სოფლის მეურნეობასა და ტურმიზმის სფეროებში. საგრანტო კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 2015 წლის 22 ივლისს. სამ-ეტაპიანი, მკაცრი შერჩევისა და დეტალური შეფასების პროცესის შემდეგ, საბოლოოდ დაფინანსებისთვის შეირჩა ათი განაცხადი. დეტალური ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ, ვებ-გვერდის სექციაში 'PICG გრანტიორები'.


2. პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი (STPP), რომლის ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი, მიზნად ისახავს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას განავითარებენ, დანერგავენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად და ინდუსტრიის საჭიროების შესაბამისს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს. თითო გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს 5,000-დან 10,000 აშშ დოლარამდე. კონკურსის მიზანია წაახალისოს საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, დანერგვა და გავრცელება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული განათლების განმახორციელებლებს, მათ შორის სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე, დაფინანსდა შვიდი გამარჯვებული პროექტი, საერთო ბიუჯეტით 70,000 აშშ დოლარი. საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდი 2016 წლის ბოლოს გამოცხადდება.