მცირე გრანტები

პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის (STPP) მიზანია საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებში და ზრდასრულებში.


მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, როგორც ფორმალურ ასევე არა-ფორმალურ განათლებაში და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.


2016-2018 წლებში, მცირე საგრანტო კონკურსის სამი რაუნდი ჩატარდა და ჯამში 27 პროექტი დაფინანსდა, მთლიანი საგრანტო ბიუჯეტით 419,180 აშშ დოლარი.


დეტალური ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის ‘მცირე გრანტების’ სექციაში.