PICG გრანტები

საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისთვის (PICG) წარმოადგენს 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია დაეხმაროს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეიმუშავონ ან განაახლონ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი ან არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების (STEM) სოფლის მეურნეობასა და ტურმიზმის სფეროებში. 


პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცხადდა 2015 წლის 22 ივლისს. საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 კონცეფციის განაცხადი შემოვიდა, ჯამში 69 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნილი საგრანტო თანხით. შემოსული პროექტების სრული ბიუჯეტი, ბიზნესის მხრიდან თანადაფინანსების ჩათვლით, 90 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. განაცხადები შეფასდა დამოუკიდებელი შეფასების კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. სამ-ეტაპიანი, მკაცრი შერჩევისა და დეტალური შეფასების პროცესის შემდეგ, საბოლოოდ დაფინანსებისთვის შეირჩა ათი განაცხადი.


გამარჯვებული პროექტების მეშვეობით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნება და განახლდება კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში მოთხოვნადი პროგრამები: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა. ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 19,6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი საგრანტო თანხას, დანარჩენი კი, კერძო სექტორის თანადაფინანსებას წარმოადგენს.


პროექტის გრანტიორი დაწესებულებებია: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯი ”ფაზისი”, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი”, საზოგადოებრივი კოლეჯი ”სპექტრი”. 


დეტალური ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ, ვებ-გვერდის სექციაში 'PICG გრანტიორები'.