PEM Consult

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ პროექტის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციის შერჩევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და MCC–სთან შეთანხმებით, 2014 წლის მაისში გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა გერმანულმა კონსორციუმმა, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს PEM GmbH, ხოლო თანამონაწილე ორგანიზაციებია ICON-Institute და AARHUS Tech International.


PEM Consult კერძო დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც კონსულტაციას და ტექნიკურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს, კერძო სექტორს და მეწარმეებს განვითარებად ქვეყნებში. PEM Consult მოღვაწეობს ხმეთლაშუა ზღვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში. მისი მთავარი კლიენტები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები, ასევე საჯარო დაწესებულებები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.