-
იმ შემთხვევაში თუ შენობის მოდერნიზაციის ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე მოდერნიზირებული შენობის იჯარა, არის თუ არა შესაძლებელი იჯარის დაფინანსება გრანტის ფარგლებში?
საგრანტო კონკურსის კონცეფციის წინადადების დოკუმენტი ეფუძნება შედეგებს. მიდგომა, რომელიც დააკმაყოფილებს საგრანტო კონკურსის მოთხოვნებს და მასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ინდივიდუალურად აპლიკანტის არჩევანს, რაც გამოარჩევს ამ წინადადებას ყველა სხვა შემოსული წინადადებებისგან. გთხოვთ, გადახედოთ წინადადების მოთხოვნის დოკუმენტს და შესაბამის დანართს ნებადართულ და დაუშვებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ყველანაირი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და/ან იჯარასთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ახალ და/ან გაუმჯობესებულ პროფესიული განათლების პროგრამასთან, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ხარჯთა ეფექტურობა, მდგრადობა და სხვა შესაბამისი ასპექტები.
-
რადგან პროექტის ფარგლებში იგულისხმება ტრეინინგ ცენტრის პროფ. სასწავლებლად გარდაქმნა, ანუ ახალი პროფ. სასწავლებელის შექმნა, აუცილებელი არის თუ არა, კონცეფციის წარდგენის დროს წარვადგინოთ 5 წლიანი დეტალური ბიზნეს გეგმა?
მხოლოდ კონცეფციის დოკუმენტის ფორმა უნდა იქნას შევსებული და წარმოდგენილი კონცეფციის წინადადების სააპლიკაციო ეტაპზე.
-
აუცილებელელია, რომ პროექტის აპლიკანტი იყოს აკრედიტირებული კოლეჯი, ხოლო კომპანია პარტნიორი? თუ შესაძლებელია კომპანია იყოს მთავარი აპლიკანტი, ხოლო კოლეჯ(ებ)ი იყვნენ პარტნიორები?
წინადადების მოთხოვნა ძალიან ნათლად აღწერს ამას შემდეგ თავში: დასაშვები ორგანიზაციები.
-
შესაძლებელია თუ არა ბაზრის კვლევა ჩაატაროს აპლიკანტმა ან პარტნიორმა ორგანიზაციამ თუ ის აუცილებლად გარე ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს ჩატარებული?
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წინადადებები გამყარებული იქნება უახლესი ინფორმაციით საქართველოს შრომის ბაზრის შესახებ. ინდივიდუალური მიდგომა არის აპლიკანტის პასუხისმგებლობა.
-
წინადადების მოთხოვნის მე-12 გვერდზე, აღნიშნულია, რომ ყველა ახალი ტრენინგი და სასწავლო მასალა, რომელიც შემუშავებული იქნება პროექტის ფარგლებში პროექტის დაფინანსებით, მიწოდებულ იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, რათა მოხდეს მათი საჯაროდ გამოყენება. კომპანიის სპეციფიური ტრენინგის მასალები, რომლებიც მანამდე შემუშავდა კომერციული გამოყენებისთვის, შესაძლოა განთავისუფლდეს აღნიშნული მოთხოვნისგან“. საპროექტო წინადადებაში, ჩვენ გვსურს, რომ შევიტანოთ რამდენიმე რელევანტური დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სპეციფიური ტრენინგ მასალას და არ გამოიყენება საჯაროდ. გვაინტერესებს, დავაზუსტოთ, რამდენად შესაძლებელია ეს გრანტის ფარგლებში?
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების შედეგი უნდა იყოს აკრედიტირებულ პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვა საქართველოში, რაც როგორც წესი, გულისხმობს ტრენინგ კურსების საჯაროდ ხელმისაწვდომობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემების მეშვეობით. ეს ეხება ნებისმიერ ახალ პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც შემუშავებულ იქნება პროექტის განხორციელების ეტაპზე. გამონაკლისი აღნიშნული წესისგან, შეიძლება იყოს მხოლოდ ტრენინგ კურსები, რომლებიც შემუშავადა საგრანტო ხელშეკურლების ხელმოწერამდე, კომერციული მიზნებისთვის და დაცული აქვს საავტორო უფლებები, მაგრამ წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ახალი პროგრამის დასანერგად საქართველოში და/ან ძალიან მოთხოვნადია კონკრეტული დარგის მიერ. ჩვენი სურვილია, რომ საერთაშორისოდ შემუშავებული ტრენინგ პროგრამები დაინერგოს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში.
-
აპლიკანტი (მთავარი ორგანიზაცია და პარტნიორები) პასუხისმგებლობას იღებს საპარტნიორო გარიგების არჩევანზე, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები.
წინადადების მოთხოვნების დოკუმენტში ძალიან ნათლად არის ასახული ეს საკითხი და ძალიან გთხოვთ, გაეცნოთ მას. იმ პროექტების რაოდენობა, რომელიც შესაფერისი იქნება დასაფინანსებლად, დამოკიდებული იქნება წინადადებების რაოდენობასა და ხარისხზე და ასევე შესაძლებელ თანხებზე.
-
არის თუ არა აუცილებელი შენობის საკუთრებაში ფლობა?
პროფესიული განათლების ცენტრის/მიმწოდებლის შენობები შესაძლოა იყოს საკუთრებაში ან ნაქირავები ხანგრძლივი ხელშეკრულების ვადით (მინიმუმ 5 წელი პროექტის მიმდინარეობის გარეთ).
-
შეიძლება თუ არა, რომ საგრანტო წინადადება იყოს ერთ მილიონზე ნაკლები ბიუჯეტით, თუკი გვეყოლება საერთაშორისო პარტნიორი?
დიახ, აპლიკანტს, რომელსაც ჰყავს საერთაშორისო პარტნიორი, შეუძლია შემოიტანოს საგრანტო წინადადება, რომლის ბიუჯეტი ერთ მილიონ ა.შ.შ დოლარზე ნაკლებია.
-
ისეთი დოკუმენტები როგორიც არის: ორგანიზაციის რეგისტრაციის ან დაარსების იურიდიული დოკუმენტი, ამჟამინდელი იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმეტი, სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელი არ იმყოფება გაკოტრების პროცესში, განმცხადებლის (როგორც წამყვანი ორგანიზაციის, ასევე ყველა პარტნიორის) ორგანიზაციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული აუდიტორული შეფასების დამადასტურებელი დოკ. სარემონტო ობიექტ(ებ)ის, შენობ(ებ)ისა და არქიტექტურული გეგმ(ებ)ის სურათები, უძრავი ქონების მფლობელობის სანოტარო აქტი და სხვა, წარდგენილი უნდა იყოს კონცეფციის ჩაბარებისას, თუ მხოლოდ I ეტაპის გადალახვის შემდგომ?
წინადადების მოთხოვნა და დანართები (კონცეფციის დოკუმენტის შეტყობინება) გარკვევით აღწერს აღნიშნულს: განიხილება მხოლოდ კონცეფციის დოკუმენტის წინადადება.
-
ბაზრის კვლევა კონცეფციის წარდგენამდე (14 სექტემბრამდე) არის ჩასატარებელი და წარსადგენი, თუ I ეტაპის გადალახვის შემდგომ შეიძლება წარდგენა?
ბაზრის კვლევის წარმოდგენა საჭირო არ არის კონცეფციის წინადადებასთან ერთად. საპროექტო წინადადებები უნდა იყოს შედგენილი საბაზრო კვლევის/ანალიზის მონაცემების შედეგად.
-
შესაძლებელია, თუ არა, ორგანიზაციამ ცალკე შემოიტანოს აპლიკაცია, რათა მოიპოვოს საგრანტო დაფინანსება ისეთი ტრენინგისთვის საჭირო აღჭურვილობებისთვის, როგორიცაა მძღოლების სტიმულატორები და ა.შ.? (შენიშვნა: ეს სტიმულატორები შეიძლება სამომავლოდაც გამოიყენოს ახალმა კოლეჯმა).
მხოლოდ აღჭურვილობის შესაძენად შემოტანილი აპლიკაცია არ იქნება განხილული, როგორც სრულფასოვანი პროექტი.
-
საერთაშორისო კომპანია უნდა იყოს თუ არა ახალი კოლეჯის პარტნიორი, თუ ქართული კომპანია უნდა იყოს ახლად ჩამოყალიბებული კოლეჯის მეწილე?)
აპლიკანტი (მთავარი ორგანიზაცია და პარტნიორები) პასუხისმგებლობას იღებს საპარტნიორო გარიგების არჩევანზე, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები.