ISWD შესახებ


„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტს "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია PEM Consult, საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან, ICON-Institute და AARHUS Tech International-თან ერთად. 

პროექტი დაიწყო 2014 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2019 წლის მარტამდე. პროექტის მიზანია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა. 

პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულებაა:

1) საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისთვის, რომლის ფარგლებში დაფინანსდება წინადადებები (პროექტები) შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთვის;

2) პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიებით და დანერგვით. აღნიშნული ამოცანა პროექტის ყველა საქმიანობაზე გავრცელდება;

3) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი სააგენტოებისთვის ტექნიკური და ექსპერტული დახმარების გაწევა პროფესიული განათლების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებისათვის, სისტემური გაუმჯობესების მიზნით;

4) პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის ყოველწლიური კონფერენციის, დაჯილდოებისა და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.